სერხიო რამოსი - მესიზე უხეშობაზე: ცუდად მოახდინა რეაგირება

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "ბარსელონასთან" განვლილ მატჩზე "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისაუბრა.

- "ბარსელონასთან" თამაში კოშმარია?
- არა. ფეხბურთში შედეგის მომტანი გოლია. ჩვენ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს უნდა მივულოცოთ.

- დაღლილობის ბრალია?
- ორი ინტენსიური შეხვედრა იყო, ბევრი ძალა დავხარჯეთ. აღსადგენად ცოტა დრო იყო. ყველაფერი ეს "ბარსელონასაც" შეეხება. ასე რომ, ამით თავს ვერ გავიმართლებთ.

- "რეალს" ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონატის მოგება?
- "ბარსელონამ" უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია. ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- მესისთან რა მოგიხდათ?
- ეს უნებურად მოხდა. მან ცუდად მოახდინა რეაგირება. ყველაფერი მოედანზე
დარჩა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ რამოსის ხელი, როგორც ყოველთვის " შემთხვევით" ხვდება მეტოქეს. სასაცილოა ეს არგუმენტი! ერთხელაც იქნებადა ვინმეს შემთხვევით მოუხვდება რამოსზე ხელი და გაოგოს მერე როგორია ესე შემთხვევებით მოხვედრილი ხელი.
koka
13:55 03-03-2019
5
გამეორებაზე კარგად ჩანს,რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.აი მესის თანაგუნდელებმა კი, ხურდა ორჯერ დაუბრუნეს და თან კარგადაც.
სოსო
12:29 03-03-2019
6

სიახლეები პოპულარული