სერხიო რამოსი - მესიზე უხეშობაზე: ცუდად მოახდინა რეაგირება

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "ბარსელონასთან" განვლილ მატჩზე "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისაუბრა.

- "ბარსელონასთან" თამაში კოშმარია?
- არა. ფეხბურთში შედეგის მომტანი გოლია. ჩვენ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს უნდა მივულოცოთ.

- დაღლილობის ბრალია?
- ორი ინტენსიური შეხვედრა იყო, ბევრი ძალა დავხარჯეთ. აღსადგენად ცოტა დრო იყო. ყველაფერი ეს "ბარსელონასაც" შეეხება. ასე რომ, ამით თავს ვერ გავიმართლებთ.

- "რეალს" ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონატის მოგება?
- "ბარსელონამ" უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია. ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- მესისთან რა მოგიხდათ?
- ეს უნებურად მოხდა. მან ცუდად მოახდინა რეაგირება. ყველაფერი მოედანზე
დარჩა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
რამოსის ნაირი მცველი და კაპიტანი არც ერთ გუნდს არ ყავს და კარგა ხანი არც არავის ეყოლება.
დათო
12:00 04-03-2019
6
რამოსის ხელი და კაი ბიჭის ხელი ერთი ხელია ბრატ! და ამ გოიმ მესის რა პონტში გაუტყდა ვერ ვიგებ სიმონ.
კ ო მ ბ ლ ე
01:47 04-03-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული