
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა მადრიდის "რეალს" დასცინა.
სტოიჩკოვმა ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" "რეალის" დამარცხების შემდეგ "სამეფო კლუბის" საფლავის ქვა გააკეთა და სურათი გადაიღო.
ხრისტო "ბარსაში" 1990-1998 წლებში თამაშობდა, 151 მატჩში 76 გოლი გაიტანა, ამჟამად კი სოფიის ცსკა-ს მწვრთნელია.
ის "რეალის" დასაცინად არც ერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან.