ერნესტო ვალვერდე: ვინ იცის, შესაძლოა, ოდესმე "ბარსელონას" ქალმა უხელმძღვანელოს

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა ფეხბურთის განვითარებაზეც ისაუბრა.

"გადადგმულია დიდი ნაბიჯი, ფეხბურთში სულ უფრო მეტი ქალია. ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. მომრავლდნენ ქალი მსაჯებიც - როგორც მთავარი, ასევე ასისტენტებიც.

ვინ იცის, შესაძლოა, ოდესმე აქ, სადაც ახლა მე ვზივარ, იჯდეს ქალი, რომელიც მამაკაცების გუნდს უხელმძღვანელებს", - განაცხადა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციის დროს.

ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცების ფეხბურთში კვლავ უხეში და სექსისტური შეურაცხყოფებია გავრცელებული, ვალვერდემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანის ზრდილობაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ,  რომ "ბარსელონასა" და "რაიო ვალეკანოს" მატჩი "კამპ ნოუზე" ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 6 /
მანდ ეტირება დედა ფეხბურთს )))))
Tbiliseli
17:24 08-03-2019
6
არ დაიშვა ქალი მსაჯი. ბარსას ხელმძღვანელად ქალი არა კვატი. ქალმა იმსაჯოს და იმწვრენთელოს ქალთა გუნდებთან. მორჩა და გათავდა.
koba
17:51 08-03-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული