არაა გამორიცხული, "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "მილანში" გადაბარგდეს.
როგორც უკვე გაუწყეთ, მას "აიაქსთან" ნამატჩევს გასახდელში მთელი გუნდის თანდასწრებით კონფლიქტი მოუვიდა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და უთხრა - გადამიხადე კომპენსაციის თანხა და წავალო.
სერხიოს ბლანკოსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ ხელშეკრულება გაუწყვიტეს, მისთვის 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
As-ის ცნობით, რამოსი და პერესი ხუთშაბათს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ.
MilanWorld-ი კი ირწმუნება, რომ ესპანელი "მილანში" გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ცნობისათვის, სერხიოს საფეხბურთო კეპი როსონერის ვიცე-პრეზიდენტი პაოლო მალდინია,
რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს.