ფოტო: Marca.com
როგორც ესპანური Marca იუწყება, მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე ერთმანეთს "სამეფო გუნდის" ორი ლიდერი - სერხიო რამოსი და მარსელო დაუპირისპირდნენ.
როგორც გამოცემა იუწყება, მადრიდელთა კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ვარჯიშზე სხვადასხვა გუნდში იმყოფებოდნენ, მარსელომ კი მეტოქის კარში გატანილი გოლი ზედმეტად ემოციურად აღნიშნა, რაზეც რამოსმა პროტესტი გამოხატა.
საბოლოოდ კონფლიქტი რამდენიმე წუთში თანაგუნდელების ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა.
მადრიდის "რეალი" მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად ასპარეზობს. სანტიაგო სოლარის შეგირდები რამდენიმედღიან ინტერვალში ესპანეთის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, ლა ლიგაში კი ლიდერ "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩებიან.
"რეალმა" "ვალიადოლიდი" მეორე ტაიმში გატეხა
"რეალთან" "ვალიადოლიდის" გოლი VAR-მა გააუქმა, თუმცა ვიდეოასისტენტების ოთახში არავინ იჯდა [VIDEO]