"ესპანიოლის" მწვრთნელი: ლუის სუარესს სიმულაიანტობისათვის სამუდამო დისკვალიფიკაცია ეკუთვნის

AutoSharing Option
"ესპანიოლის" ყოფილი ნახევარმცველი მოისეს ურტადო ამჟამად ამავე გუნდის აკადემიის მწვრთნელია და თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი მკაცრად დასასჯელია.

მას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მატჩში სუარესმა მსაჯი შეცდომაში შეიყვანა.

"სუარესის სამუდამო დისკვალიფიკაციაა საჭირო, რადგან ცდილობს მუდამ შეცდომაში შეიყვანოს არბიტრები.

ეს ურუგვაელს ვიდეოგამეორებითაც კი გამოსდის და მისი გუნდი ამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა", - წერს ურტადო თავის ტვიტერზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასპროცენტიანი პენალტი იყო. მეტოქემ ფეხი დაუდო, ყველამ დავინახეთ შენს გარდა.
კოკა
10:28 15-03-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული