18 მარტს, ლა ლიგას 28-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ბეტისს" 4:1 სძლია.
"ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრებმა ოვაციები გაუმართეს.
"ბარსელონამ" 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 10 ქულით გაექცა.
მესიმ "ბარსელონაში" 674-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა - მათზე მეტი მხოლოდ ხავის აქვს ჩატარებული - 767.
მესიმ უკანასკნელ 8 წელიწადში 25 გოლი გაიტანა საჯარიმოდან - "რეალმა" 24.
მესი 29 გოლით ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია. მან ამ სეზონში ლა ლიგაზე აგრეთვე 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლუის სუარესმა პრიმერაზე 128 გოლი გაიტანა და დიეგო ფორლანთან ერთად ამ ტურნირზე ურუგვეალებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. ლუისმა 90-ე წუთზე ტრავმა მიიღო და კოუტინიომ შეცვალა.
სევილია. "ვილამარინი". 54 172 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 მესი (18), 0:2 მესი (45), 0:3 სუარესი (63), 1:3 მორონი (82), 1:4 მესი (85)
თუმცა არის შემთხვევები როცა სტუმრად თამაშის დროს მეტოქეს იმდენად განსხვავებული ფორმა აქვს რო ეს არ უშლის ხელს მაყურებელს მეტოქეების გარჩევაში. და ბარსაც საშინაო ფორმით ასპარეზობს. მაგალითად ეიბართან ასე ვერ შეძლებს რადგან მათი ფორმა ზუსტად იმეორებს ბარსელონას ფერებს. საერთოდ ფორმას ირჩევს მასპინძელი და სტუმარმა კარდინალურად განსხვავებული ფორმა უნდა გამოიყენოს ამიტომაც აქვს ბარსას გასვლაზე საერთოდ განსხვავებული ფერი საგარეო თამაშებისთვის. ყვითელი, ციფერი და ხანდახან რაღაც შვინდიფერის მსგავსი.
მესი და სუარესი რომ დიდი ფეხბურთელები არიან,მაგას რაღა ლაპარაკი უნდა,მაგრამ მეორე გოლის ეპიზოდში,ბურთი სუარესს ჰქონდა და წინ რაკიტიჩი ეხსნებოდა,თითქმის მეკარესთან პირისპირ.ამან კი, აიღო და ქუსლით უპასა მესის,რომელსაც ვერ ხედავდა.დავიჯერო ესეც ვარჯიშებზე აქვთ დამუშავებული?