ლუის სუარესი ტრავმის გამო 2 კვირა იუქმებს

AutoSharing Option
18 მარტს, ლა ლიგას 28-ე ტურში, "ბეტისთან" გასვლით მატჩში ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა და შეცვალეს.

კატალონიური კლუბის საიტი იტყობინება, რომ სუარესი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. მას მუხლქვეშა მყესის პირველი ხარისხის დაჭიმულობა აქვს და 2 კვირა მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.

ტრავმის გამო ლუისი ურუგვაის ნაკრებს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება და ბარსელონაში იმკურნალებს.

მან "ბეტისთან" მატჩში გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და 128 გოლით დიეგო ფორლანთან ერთად პრიმერას ისტორიაში ურუგვაელთა შორის საუკეთესო ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოჯამრთელებას გისურვებთ პისტოლეტო! ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ხარ და მალე დაგვიბრუნდი.
2

სიახლეები პოპულარული