სერხიო რამოსი ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე: მადრიდის "რეალში" გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი მალტასთან მოგებული მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანის დაბრუნებას გამოეხმაურა.

"ზინედინ ზიდანის გუნდში დაბრუნება ყველა მოთამაშისთვის კარგი ამბავია. მადრიდის "რეალში" გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, მიუხედავად იმისა, ხალხი ასე ფიქრობს თუ არა. მე კაპიტანი ვარ და ჩემს აზრს მაშინ გამოვთქვამ, როცა მეკითხებიან. მე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ და ამის სურვილი არც მაქვს", - განაცხადა სერხიო რამოსმა.

ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალს" 2,5 წლის განმავლობაში წვრთნიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. ის კლუბიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ
წავიდა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა.

altპოლ პოგბა: მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანთან თამაში ყველას ოცნებაა

altკარლო ანჩელოტი: ზინედინ ზიდანი და "რეალი" - იდეალური ქორწინებაა

altკილიან მბაპე ზინედინ ზიდანს "რეალში" გადასვლაზე დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული