ლეო მესი - რონალდოს აქებს: ნეტავ, "რეალიდან" არ წასულიყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელს ლეო მესის ფორვარდ რონალდოს "რეალში" დარჩენა სურდა.

"კი იყო რთული, მაგრამ რონალდოს წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო გახლდათ.

როდესაც რონალდო "რეალში" იყო, მომწონდა ტურნირების მოგება. ნეტა, "რეალიდან" არ წასულიყო. კარგი იქქნებოდა, მადრიდში დარჩენილიყო.

"იუვენტუსის" მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. მაგარი ფეხბურთელები და ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც რონალდომ კიდევ უფრო გააძლიერა.

"ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ "იუვე" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. იმედია, ჩვენც ფავორიტები ვართ.

ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ნეიმარი, მბაპე, სუარესი, აზარი - ყოველი მათგანი შეიძლება იყოს საუკეთესო. თუმცა, მე ამ ჯგუფიდან რონალდოს
გამოვიყვანდი - ის ჩემთანაა", - განაცხადა მესიმ Club 947FM-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
უდიდეს პატივისცემას იმსახურებს მესიც და რონალდოც :)) სხვებისგან განსხვავებით, ერთმანეთს არასდროს არ აყენებენ შეურაცყოფას და რაც მთავარია აღიარებენ ერთმანეთის შესაძლებლობებს, ორივეუმაგრესი პიროვნება და რაცმთავარია საუკეთესო ფეხბურთელები არიან, იმედია სულ ასე იქნება და კიდევ დიდხანს არ დაასრულებენ კარიერას რადგან გვქონდეს იმის ფუფუნება, რომ მათი ჯადოქრობით და შედევრებით დავტკბეთ :** LM10 AND CR7 THE BESTS EVER
0
მესი და რონალდო.ესეთი დონის ფეხბურთელები მგონი აღარასოდეს აღარ იქნებიან.მიხარია მათ ეპოქაში რომ მომიწია ცხოვრება.
1

სიახლეები პოპულარული