ზინედინ ზიდანი "ვალენსიასთან" მარცხზე: მეტოქის კარამდე ვერ მივდიოდით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია. "სამეფო კლუბი" ლა ლიგის 30-ე ტურში სტუმრად "მესტალიაზე" "ვალენსიასთან" 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა საკუთარი ფეხბურთელები შეაქო და განაცხადა, რომ სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა.

"საჰაერო ორთაბრძოლებში ცუდად გამოვიყურებოდით. პირველი 30 წუთი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ საკუთარი ძალების რწმენა გვაკლდა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ გავაკრიტიკებ, ისინი ბოლომდე ცდილობდნენ. კარგ გუნდს ვეთამაშეთ, თუმცა წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ შედეგი სამართლიანია. ჩვენ ფრეს ვიმსახურებდით.

მეტოქის კარამდე ვერ მივდიოდით და კარში
დარტყმა გვიჭირდა, მაგრამ "რეალმა" ბოლომდე იბრძოლა. ეს რთული მომენტია, თუმცა მომდევნო მატჩის შესახებ უნდა ვიფიქროთ.

მომენტი რთული იმიტომ არის, რომ მთელი სეზონი გვქონდა რთული. მხარს ვუჭერ ჩემს ფეხბურთელებს. შევეცდებით, მომდევნო მატჩში უკეთესად ვითამაშოთ", - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასთან" მარცხის შემდეგ ლა ლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე "რეალი" მეორე ადგილზე მყოფ თანაქალაქელ "ატლეტიკოს" 5 ქულით, ჩემპიონატის ლიდერ "ბარსელონას" კი 13 ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt"რეალი" "ვალენსიასთან" დამარცხდა და ატლეტიკოს 5 ქულით ქულით ჩამორჩა [VIDEO]

alt"რეალი" რაფაელ ვარანს 500 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

altრას აპირებს ზინედინ ზიდანი "რეალის" მეკარეებთან დაკავშირებით

alt"რეალი" რაფაელ ვარანის შემცვლელს ეძებს - ზიდანს კულიბალი უნდა, პერესს ხიმენესი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული