32 წლის ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს "ბარსელონასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.
სუარესს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მისი გაგრძელება უნდა.
ლუისის ასაკის და მუხლის პრობლემის მიუხედავად, "ბარსელონა" ალბათ, სუარესის შეთავაზებას დათანხმდება.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების 30 მატჩში მან 20 გოლი გაიტანა (3 პენალტით) და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.