"ბარსელონას" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია გუნდის "ლივერპულთან" განადგურებით (0:4) და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი ფიასკოთი და "მარკას" ცნობით, მზადაა რადიკალურ ზომებს მიმართოს.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ კონტრაქტი გაუგრძელეს მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს, არაა გამორიცხული, კლუბის დირექტორთა საბჭომ სეზონის დასრულებისთანავე სამუშაოდან დაითხოვოს.
კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ "წითლებთან" ნამატჩევს განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, რა მოიმოქმედონ.
აგრეთვე დამშვიდობებას აპირებენ ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოსთან, რომელმაც იმედები აშკარად ვერ გაამართლა. ცნობისათვის, კატალონიურმა "სპორტმა" კოუტინიოსა და რაკიტიჩის "ლივერპულთან" თამაში 0 ბალით შეაფასა.