Marca: "ბარსელონა" ვალვერდეს გადაყენებას და კოუტინიოს გაყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია გუნდის "ლივერპულთან" განადგურებით (0:4) და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი ფიასკოთი და "მარკას" ცნობით, მზადაა რადიკალურ ზომებს მიმართოს.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ კონტრაქტი გაუგრძელეს მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს, არაა გამორიცხული, კლუბის დირექტორთა საბჭომ სეზონის დასრულებისთანავე სამუშაოდან დაითხოვოს.

კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ "წითლებთან" ნამატჩევს განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, რა მოიმოქმედონ.

აგრეთვე დამშვიდობებას აპირებენ ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოსთან, რომელმაც იმედები აშკარად ვერ გაამართლა. ცნობისათვის, კატალონიურმა "სპორტმა" კოუტინიოსა და რაკიტიჩის "ლივერპულთან" თამაში 0 ბალით შეაფასა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გადაყენებას კი არა, ამ სპორტის ტოტალიზატორი დ... შ.... იმიტომაც აღარ ვუყურებ ერთი 20 წელია. ყველა გუნდს ტოტალიზატორი აწერია მკერდზე. მაიცა, რა! ერთი მაშინ მოიგო ლივერპულმა მილანთან, მერე დეპორტივომ და ა.შ. ფუ თქვენი ...
gagi
19:41 08-05-2019
13
ყომარბაზობა მიდის აბა რა, რაც ითამაშეს გუშინ იყო უსინდისობა , არანაირი თავდადება, ნერვებიც კი არ აშლიათ...
Vasili
20:54 08-05-2019
12

სიახლეები პოპულარული