მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელმა დიეგო სიმეონემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შესახებ.
2018 წლის მსოფლიო თასის მიმდინარეობისას სიმეონე WhatsApp-ში გაგზავნილ შეტყობინებაში ამბობდა, რომ პორტუგალიელი მის თანამემამულეს ჯობდა. აღნიშნული შეტყობინება პრესას ჩაუვარდა ხელში. ამჯერად, "ატლეტიკოს" მწვრთნელმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.
"ჩემი აზრით, ისეთი გუნდისთვის, რომელიც ბევრ შანსს არ ქმნის, რონალდო უკეთესი ფეხბურთელია, რადგან მას ასეთ ვითარებაშიც საკუთარი შანსის პოვნა შეუძლია.
გუნდისთვის, რომელიც ფეხბურთზეა ორიენტირებული, უკეთესი მესია.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სტილის ფეხბურთს თამაშობენ გუნდები.
კრიშტიანოს მატჩის ბედის
გადაწყვეტა მრავალი ხერხით გამოსდის. მას არ სჭირდება 10 შეტევა. მან თავური დარტყმით ორჯერ გაგვიტანა და ჩვენ გამოვვადით.
ორივეს შესაბამისი გუნდი სჭირდება, თუმცა მაც შორის განსხვავება მინიმალურია.
შემტევ გუნდში მესი ყოველთვის უკეთ თამაშობს. როცა რონალდოს შეუძლია თამაშის ორ მოძრაობაში მოგება, ის სიტუაციებს ამარტივებს.
მესი კი, დამუშავებულ ფეხბურთს თამაშობს და ეს კარგად გამოსდის. ლეო ისეთ კლუბშია, რომელიც მისი ტალანტზეა მორგებული. აქიდან გამომდინარე, მას გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეუძლია"- თქვა სიმეონემ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით