დიეგო სიმეონე: მესი ჯობია თუ რონალდო? ჩემი აზრით...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელმა დიეგო სიმეონემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შესახებ.

2018 წლის მსოფლიო თასის მიმდინარეობისას სიმეონე WhatsApp-ში გაგზავნილ შეტყობინებაში ამბობდა, რომ პორტუგალიელი მის თანამემამულეს ჯობდა. აღნიშნული შეტყობინება პრესას ჩაუვარდა ხელში. ამჯერად, "ატლეტიკოს" მწვრთნელმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

"ჩემი აზრით, ისეთი გუნდისთვის, რომელიც ბევრ შანსს არ ქმნის, რონალდო უკეთესი ფეხბურთელია, რადგან მას ასეთ ვითარებაშიც საკუთარი შანსის პოვნა შეუძლია.

გუნდისთვის, რომელიც ფეხბურთზეა ორიენტირებული, უკეთესი მესია.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სტილის ფეხბურთს თამაშობენ გუნდები.

კრიშტიანოს მატჩის ბედის
გადაწყვეტა მრავალი ხერხით გამოსდის. მას არ სჭირდება 10 შეტევა. მან თავური დარტყმით ორჯერ გაგვიტანა და ჩვენ გამოვვადით.

ორივეს შესაბამისი გუნდი სჭირდება, თუმცა მაც შორის განსხვავება მინიმალურია.

შემტევ გუნდში მესი ყოველთვის უკეთ თამაშობს. როცა რონალდოს შეუძლია თამაშის ორ მოძრაობაში მოგება, ის სიტუაციებს ამარტივებს.

მესი კი, დამუშავებულ ფეხბურთს თამაშობს და ეს კარგად გამოსდის. ლეო ისეთ კლუბშია, რომელიც მისი ტალანტზეა მორგებული. აქიდან გამომდინარე, მას გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეუძლია"- თქვა სიმეონემ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ორივე უმაღლესი დონის ლეგენდებიაა უკვე .... ჩავარდნები და აღმასვლები ორივეს აქვს მაგრამ ეგ არა მთავარი მე ის უფრო მაწუხებს რო მესი და რონალდო რო წავლენ ფეხბურთიდან მერე ვის უნდა უყუროთ ??? ესა საკითხავი
reali
12 მაისი 2019 12:52
0
უაზრო შემოგდებული თემაა გავს ერთი მეზობლის ცოლი ჯობია თუ მეორე მეზობლის. საკუთარზე ვილაპარაკოთ თუ გვყავს საერთოდ. ეს გუნდური თამაშია და ძლიერია ის გუნდი რომელიც იმარჯვებს. სხვა ყველაფერი თამაშებს შორის ჩვენი ტვინის დასაკავებლად არის გათვლილი.
ვეტერანი
11 მაისი 2019 20:16
2
მესი რომ არ იყოს რონალდოს ამხელა ფასი არ ექნებოდა და პირიქით. კონკურენციაში იბადება გენიალური შედევრები.
!!!!!!!
11 მაისი 2019 19:43
2
ორივე მაგარია მაგრამ კრიშტიანო როცა ტერმინატორს ჩართავს მარტოს შეუძლია თამაშის მოგება.სამი წელი ზედიზედ ჩ.ლ.მოგება და ყველაზე მეტი გოლის გატანა ამის მაგალითია
ჩემი ახრით
11 მაისი 2019 18:02
7
ფინალებში რატო ვერა რთავს (”ტერმინატორს)
martlaa
11 მაისი 2019 19:22
12
ლიგაზე ხმას ნუ იღებთ.
xmaa.
11 მაისი 2019 19:21
3
ყველა გამოხმაურება
ძაან გაწონასწორებული კომენტარია - ვერ ვიტყვი რომ ძაან წინ დააყენა მესი მე თუ მკითხავთ პირიქით გუნდზე დამოკიდებულიაო მესი და რონალდო ინდივიდუალური მოთამაშეაო - უბრალოდ არსწორი იქნებოდა თანამემამულე მესიზე ცუდი ეთქვა რომლის მწვრთნელიც იდეაში ხვალ-ზეგ შეიძლება გახდეს სიმეონე
NN
11 მაისი 2019 17:13
3
ეგენი ჯობია თუ ბრაზილიელი რონალდო ან რივალდო?
დასფ
11 მაისი 2019 15:59
7
რივალდო ვერა, მარა რონალდო ჯობს ულაპარაკოდ კრისტიანოს, ტრავმას რო არ დაებრიდა, მესიზე მაგარიც იქნებოდა. ზიდანი ყველას ჯობდა
გაგი
11 მაისი 2019 18:31
15
ზოგს ერთი მოწონს და ზოგს მეორე, ჩემი აზრით ორივე ძალიან მაგარია და უაზრობა მგონია ამდენი კამათი ამ საკითხზე...
gg
11 მაისი 2019 14:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული