როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ბარსელონას" ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან გუნდში ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ჟერარდ პიკეს პრივილეგირებული მდგომარეობით.
ისინი უსამართლობად თვლიან, რომ აღნიშნულ სამ ფეხბურთელთან განსკაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს. ეს ყველაფერი, მათი აზრით, გუნდს ზიანს აყენებს. ისინი 55 წლის ვალვერდეს ადანაშაულებენ, რომ კოლექტივის მართვისას სისუსტეს იჩენს.
ვალვერდემ "ბარსელონა" 2 წლის წინ ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდმა 4 ტიტული მოიგო- 2 ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერთასი. მისი ხელმძღვანელობით "ბარსელონას" კიდევ ერთი
ტიტულის მოგება შეუძლია, თასის წლევანდელი გათამაშების ფინალში კატალონიელები "ვალენსიას" ხვდებიან.
პატივისცემით: სსსს