"ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის გუნდიდან წასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"რაც ამ 5 წელიწადში გააკეთა, გრიზმანის ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ის გაიზარდა როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. მასთან და მის ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ცხოვრებამ მასწავლა, რომ სხვა ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განვსაჯო.
ჩვენი სხვა ფეხბურთელებითაც არიან დაინტერესებულნი, მაგალითად როდრიგოთი. "ატლეტიკო" გაცილებით მეტია, ვიდრე თითოეული ფეხბურთელი.
აქედან ფერნანდო ტორესი, დიეგო ფორლანი, სერხიო აგუერო და დიეგო კოშტა წავიდნენ, გუნდი კი მუდამ პროგრესირებდა", - ციტირებს სიმეონეს ElevenSports-ი.
აქედან ფერნანდო ტორესი, დიეგო ფორლანი, სერხიო აგუერო და დიეგო კოშტა წავიდნენ, გუნდი კი მუდამ პროგრესირებდა", - ციტირებს სიმეონეს ElevenSports-ი.