
"ეკიპი" ირწმუნება, რომ 28 წლის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადავა და სეზონურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.
"ატლეტიკოში" გრიზმანის ანაზღაურება 21 მილიონი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, თუ შეთავაზებული 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გაცილებით მეტ ბონუსებს აიღებს.
ანტუანმა გუშინ გამოაცხადა, რომ "ატლეტიკოს" ტოვებს. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 1-ლი ივლისიდან 120 მილიონადაა შესაძლებელი.
"ბარსა" ამ თანხის გადახდაზე თანახმაა.
იმისათვის, რათა ფინანსური ფეარ-პლეი არ დაარღვიოს, კატალონიურ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.