დიეგო სიმეონე გრიზმანის წასვლაზე: ტორესი, ფორლანი, აგუერო და კოშტაც წავიდნენ, მაგრამ მაინც ვპროგრესირებდით

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის გუნდიდან წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"რაც ამ 5 წელიწადში გააკეთა, გრიზმანის ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ის გაიზარდა როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. მასთან და მის ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ცხოვრებამ მასწავლა, რომ სხვა ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განვსაჯო.

ჩვენი სხვა ფეხბურთელებითაც არიან დაინტერესებულნი, მაგალითად როდრიგოთი. "ატლეტიკო" გაცილებით მეტია, ვიდრე თითოეული ფეხბურთელი.

აქედან ფერნანდო ტორესი, დიეგო ფორლანი, სერხიო აგუერო და დიეგო კოშტა წავიდნენ, გუნდი კი მუდამ პროგრესირებდა", - ციტირებს სიმეონეს ElevenSports-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული