"ბარსელონას" ივან რაკიტიჩის გაყიდვა უნდა - ფეხბურთელი წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს - "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ზაფხულში გაყიდვა სურს.

თუმცა ეს გაუჭირდება, რადგან თავად 31 წლის ფეხბურთელი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგია.

ივანს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბის ხელმძღვანელებს ესმით, რომ გაისად მისი სატრანსფერო ფასი დაეცემა.

რაკიტიჩი "ბარსელონაში" 2014 წელს "სევილიადან" გადავიდა და მას შემდეგ 169 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაკიტიჩის გაყიდვა როგორ შეიძლება, ძალიან კარგი ფეხბურთელია! რა უბედურებაა ესეთი დაუფასებლობა. იმის მაგიერ ესეთ ფეხბურთელებს ხელი შეუწყონ პირიქით აკეთებენ. არც რაკეტა, არც კოუ და ძირითადი არ უნდ გაუშვან. ამ ოხერი ორი მარცხის მერე , როგორც იციან დაერევიან ეხლა კარგ ფეხბურთელებს.
????
14:11 28-05-2019
0
კატეგორიულად არ შეიძლება რაკიტიჩის გაყიდვა. ის ჯერ კიდევ გამოადგება ბარსას.
წინააღმდეგი ვარ
16:28 28-05-2019
0

სიახლეები პოპულარული