"ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ გადააყენებს - მას, სავარაუდოდ, რობერტო მარტინესი შეცვლის

AutoSharing Option
"ბარსელონამ" მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ გადააყენებს. ეს ინფორმაცია El Chiringuito TV-ის ჟურნალისტმა ხოაკიმ დომენეკმა გაავრცელა.

კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა გუნდის ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე წარუმატებლობით და ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსამ" მოლაპარაკება წამოიწყო ბელგიის ნაკრების თავკაცთან, რობერტო მარტინესთან. მარტინესი თანახმაა, შეთავაზებას დათანხმდეს, მაგრამ იქამდე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოელაპარაკოს.

სხვათა შორის, მარტინესი კატალონიელია. ის ავტონომიური გაერთიანების დასავლეთით მდებარე ქალაქ ბალაგერშია დაბადებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარსას დახატავდა პეპ გვარდიოლა! ბარსას არ ეკადრება საშუალო დონის მწვრთნელები. გრანდებს სათავეში უნდა ედგეს უმაღლესი დონის მწვრთნელი! მორჩა და გათავდა.
კობა
11:07 29-05-2019
6
ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის,არაფრით გამორჩეული მწვრთნელი რომელსაც არ აქვს გამოცდილება გრანდებში მუშაობის. იგივე შედეგი იქნება რაც იყო ასევე საშუალო დონის ვალვერდესგან. გრანდის სათავეში უნდა იდგეს გრანდი მწვრთნელი.
დადუ
11:17 29-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული