მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანისა და ნახევარმცველის, ისკოს სახლები გაქურდეს. დამნაშავეები მაშინ შეიჭრნენ მათ სახლებში, როცა მასპინძლები ვარჯიშზე იყვნენ.
ამის შემდეგ "სამეფო კლუბმა" ფეხბურთელებს ურჩია, რომ საკუთარი ბინებისა თუ სახლების ფოტოები სოციალურ ქსელებში არ განათავსონ.
ბოლო დროს ქურდობის მსხვერპლნი გახდნენ ჟორდი ალბა, კევინ პრინც ბოატენგი, ქარიმ ბენზემა, ხოაკინი, ჟერარდ პიკე, იზაკელ გარაი და ჟოფრი კონდოგბია. ბოლო მსხვერპლი კი ალვარო მორატა იყო, რომელიც გასულ კვირაში გაქურდეს.