ჟერარდ პიკეს სახლის გაძარცვის ბრალდებით ქართველი "კანონიერი ქურდი" "გოგიტა" დააკავეს

AutoSharing Option
ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე ("გოგიტა") დააკავა. მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირად ღირებული სახლების, მათ შორის, "ბარსელონას" ფეხბურთელის, ჟერარდ პიკეს და მომღერალ შაკირას სახლის გაძარცვაში მონაწილეობა ედება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მისი ინფორმაციით, "გოგიტა" ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები.

"იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, "გოგიტას" ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა. ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება - სამაგიეროს მათ "გოგიტა" ასე უხდიდა"
- წერს გამოცემა Estrella Digital-ი.

altესპანეთში ჟერარდ პიკესა და შაკირას სახლი გაქურდეს
მომზადებულია IPN.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვენდეტები კი გასაგებია, მაგრამ იქვე რომ გიწერიათ ცემა, ეს რაღა არის??? თუ წერთ, დაწერეთ : ვენდეტები, მორდობიტიე და ა. შ.
პაპა
10:52 04-07-2022
0
რო შეხედავ, ეგრევე სანქცია ადევს, რომ რეალ-ის ფანია...
მ. ტ.
15:46 10-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული