ედენ აზარი: ლუკა მოდრიჩმა 10 ნომერი არ მომცა

AutoSharing Option
"რეალში" ჩატარებულ პრეზენტაციაზე ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაიჩივლა, რომ თავისი საყვარელი 10-ნომრიანი მაისურით ვერ ითამაშებს.

"ამ მომენტზე ვოცნებობდი, რადგან "რეალს" ბავშვობიდან ვქომაგობ. ბედნიერება მქონდა, ლუკა მოდრიჩს კოვაჩიჩის მეშვეობით გავსაუბრებოდი და ხუმრობით ვკითხე, ხომ არ მომცემდა თავის 10 ნომერს. უარი მითხრა.

ვეცდები, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ამისათვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო საჭირო. არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ საბოლოოდ "რეალში" გადმოვიდოდი", - ციტირებს აზარს El Chiringuito "ტვიტერით".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოდრიჩი თავისთავის აჩრდილია უკვე
NN
14 ივნისი 2019 20:16
1
ედენ 10-ნომერი, განსაკუთრებულებისაა!
10
14 ივნისი 2019 12:09
1
და აზარი არ არის განსაკუთრებული და მოდრიჩია ? :)))
T.k
15 ივნისი 2019 00:15
0

სიახლეები პოპულარული