"ატლეტიკომ" "ახალი რონალდო" 126 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
ახალ რონალდოდ წოდებული 19 წლის პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ჟოაო ფელიში "ატლეტიკოში" გადაბარგდა.

"ატლეტიკო" "ბენფიკას" ტრანსფერში 123 მილიონ ევროს ტრანშებად გადაუხდის - თავიდან 30 მილიონს გადაურიცხავს, შემდეგ კი დარჩენილ 96 მილიონს დაუფარავს.

ეს ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია და პორტუგალიელთა შორის რონალდოს რეკორდიც მოხსნა.

ფელიშს ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს, წლიურ გასამრჯელოდ 3.5 მილიონი ევრო დაუნიშნეს და ანტუან გრიზმანის 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მან "არწივებში" ყველა ტურნირზე 87 მატჩში 34 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული