"ბარსელონამ" 2019/20 წლების სეზონის საგარეო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო.
პრეზენტაცია მონაწილეობა გუნდის ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა მიიღო.
მაისური ყვითელი ფერისაა და მასზე დიაგონალური ხაზია, ლურჯი და იასამნისფერია. აღნიშნული ფორმა "ბარსელონას" 1979 წლის საგარეო ფორმის ანალოგია.
მსგავსი ფორმა შეიქმნა ასევე ლა მასიის საპატივცემულოდ - "ბარსელონას" აკადემია დაფუძნებიდან მე-40 წელს აღნიშნავს.