"ატლეტიკომ" ჟოაო ფელიში წარადგინა და გრიზმანის მაისური გადასცა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ლისაბონის "ბენფიკადან" შეძენილი 19 წლის ფეხბურთელი ჟოაო ფელიში წარადგინა.

ახალგაზრდა შემტევმა "ათლეტებთან" 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 7-ნომრიანი მაისური ჩაიბარა, რომელსაც წლების განმავლობაში მადრიდელთა ლიდერი ანტუან გრიზმანი ატარებდა.

პრეზენტაციაზე კომენტარი ფელიშმა და კლუბის პრეზიდენტმა ენრიკო კერეზომ გააკეთეს.

"ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტისა და კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი. თანაგუნდელები კარგად შემხვდნენ და მზად ვარ "ატლეტიკოს" ყველაფერში დავეხმარო. აქ საკუთარი ისტორიის დასაწერად ვარ", - განაცხადა ფელიშმა.

"ზოგიერთი ადამიანი თანდაყოლილი ნიჭით იბადება, რომელსაც ადრეულ ასაკშივე ავლენენ - მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები, სპორტსმენები... "ტალანტი"
არის სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ჟოაოს. 19 წლის ასაკში მას უკვე დიდებული კარიერა აქვს და ვამაყობთ, რომ მან "ატლეტიკო" აირჩია. ჟოაო, კეთილი იყოს შენი მობრძანება!", - ეს უკვე პრეზიდენტის სიტყვებია.

მადრიდულმა კლუბმა პორტუგალიელი მოთამაშის სანაცვლოდ "ბენფიკას" 126 მილიონი ევრო გადაუხადა.

ჟოაო ფელიშს 19 წლის ასაკში მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა - პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 26 შეხვედრა გამართა, სადაც 15 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ევროპა ლიგაზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავის ასაკის მიუხედავად ეს ბიჭი გრიზმანზს არ ჩამოუვარდება და დარწმუნებული ვარ დიდი მომავალი აქვს. ატლეტიკოსათვის არც კი მემეტება, უფრო ბარსა იქნებოდა მისი გუნდი.
Geo_Dinamo
09:19 09-07-2019
4

სიახლეები პოპულარული