მადრიდის "რეალის" ახალწვეული: ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მომწონს

AutoSharing Option
18 წლის ტაკეფუსა კუბოს მიუნხენის "ბაიერნთან" გამართულ შეხვედრაში მადრიდელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო, კუბოს ის არასდროს დაავიწყდება. თუმცა, მარკასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო დროს ყურადღების ცენტრშია და ეს დიდად არ მოსწონს.

"ვიცი რაც ხდება ჩემს ქვეყანაში. ხალხი ზედმეტ ყურადღებას მაქცევს მე. საზოგადოპება ჩემზე ფოკუსირდა და ეს ნამდვილად არ მომწონს. მე მინდა მოედანსა და თამაშზე ვიფიქრო.

წაგებისა და იმის მიუხედავად, რომ წაგებას ვერ ვიტან, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით. ვგეგმავ, რომ გუნდს რაც შეიძლება
მეტი სარგებელი მოვუტანო.

ზიდანი პრესინგის თამაშსა და 1 ან 2 შეხებით მოქმედება მავალებდა და მე კომფორტულად ვგრძნობ თავს იმ პოზიციაზე, სადაც მწვრთნელმა დამაყენა."

კუბოს გარეთ ბეილის შესახებაც ჰკითხეს:

"ბეილი ჩვენთან ერთად არის, არსად წასულა. მე წარმოადგენა არ მაქვს რა ხდება, მხოლოდ ის ვიცი, რომ ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელია"- აღნიშნა "ბარსას" აღზრდილმა, რომელსაც "რეალში" სადებიუტო სეზონი ელის წინ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პატარა კუბოჩკა! რომ გაიზრდება დიიიიიდი კუბო გახდება.
ჰა ჰა ჰა
22 ივლისი 2019 10:25
1
რას ერჩით რეალს ჭკვიანდება ....მიხვდნენ და მისით იყიდნენ კუბო ...!!! ახლა მესაფლავე სჭირდებათ დაა...აბა ქელეხი გასული საზონიდან უგრძელდებათ ...)))
Auee
21 ივლისი 2019 21:44
11
კარგი რა? ამაშია საქმე, გეყოს თვალთმაქცობა ვითომ სხვა ხარ, ვის ატყუებ ისე გაქვს სულში გამჯდარი მესის კბენა, რომ იმასაც არ უფიქრდები, რომ ცოტათი მაინც შეცვალო ტექსტის შინაარსი. ყველა კომენტარებში ერთი და იგივე შინაარსით გველანდები. რეალი რამდენჯერ გატირათ მესიმ? წინ კიდევ ბევრჯერ გეტირებათ! როლანდოს რამდენჯერ უტირია პატარა ბავშვივით პენალტების დადებაზე? ისე, რომ გეყოს "ამაშია" მესიზე ჩაციკლვა! ბოღმა ხარ და იქნები დაბოლილი მარადონასავეთ, რომელიც ბოღმისგან კვდება! შენც ეგ ბოლო გელის!
გეყოს ტლიკინი
22 ივლისი 2019 10:22
1
ძმაო შენ მემგონი ამაშია საქმის ნათესავი ხარ და ბარსას ფანი.ჩასაფრებული რამდენიც არ უნდა იყოთ იმდენს აგებთ.რეალმა ზეხიზედ მოიგო 3ჯერ ჩემპიონთა ლიგა და თქვენ ჯობია მესი ხასიათზე მოიყვანოთ! არ იტიროს, როცა შემდეგ სეზონში კიდევ შეარცხვენენ...არ ვამბობ,რომ ცუდი ფეხბურთელია უბრალოდ ლიდერი არ არის და არც არასდროს ყოფილა...
კარგით რა
22 ივლისი 2019 00:37
1
შენ ეგ დაწყევლილი გვარი გამოიცვალე ის გირჩევნია!
???????????
21 ივლისი 2019 21:35
3
მთავარია ქართული არ ასწავლონ მთელ რეალს და გვარის ჩვენებური მნიშველობა როგორც ეკიდათ ფეხზე ისე ეკიდებათ კვლავ...:))))
saba
22 ივლისი 2019 07:15
0
ყოჩაღ!ნამდვილად თავმდაბალი ბიჭი ჩანს.მაგრად თამაშობს და იმედი გამოადგება მადრიდულ კლუბს. კარგი სეზონი გველის ტრანსფერებიდან გამომდინარე.
კარგით რა
21 ივლისი 2019 19:51
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული