"ბარსელონა" კოუტინიოს 120 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნახევარმცველ კოუტინიოს ტრანსფერში ნებისმიერ კლუბს 120 მილიონ ევროს მოსთხოვს - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

კოუტინიო "ბარსამ" "ლივერპულისგან" წელიწადნახევრის წინ 145 მილიონად შეიძინა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპეს სამსახურით "ლივერპული", "მანჩესტერი" და პსჟ-ა დაინტერესებული.

გასულ სეზონში ყველა ტურნირზე კოუტინიომ კლუბში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და გულშემატკივრები მისი თამაშით უკმაყოფილოები არიან.

ბრაზილიელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული