![](https://sportall.ge/pictures/image5/0be4bd0e0a10ad1de7f79051d88ad618.jpg)
"ბარსელონას" სამი ფეხბურთელი: ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ხორდი ალბა შვებულების უკანასკნელ დღეებს მეუღლეებთან ერთად იბიცაზე ატარებენ, სადაც ერთ-ერთ წვეულებაზე ყოფილ თანაგუნდელ სესკ ფაბრეგასს შეხვდნენ.
ფაბრეგასის მეუღლემ, დანიელა სიმანმა "ინსტაგრამზე" ფოტო განათავსა და დააწერა: "განსხვავებული დღე, განსხვავებული წელი, თუმცა ნაცნობი საოცარი ადამიანები".
![მესი, ალბა, სუარესი და ფაბრეგასი ერთმანეთს იბიცაზე შეხვდნენ [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/13616e62307d2d11bc3ba6e0e7bc953a.png)
"ბარსას" ფეხბურთელები რამდენიმე დღეში დაუბრუნდებიან საწვრთნელ პროცესს, ხოლო ფაბრეგასი კი - "მონაკოს", სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.