ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო შესაძლოა "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.
გამოცემა El Confidencial-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ამ პოსტზე მთავარი კანდიდატია.
მწვრთნელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "ღამურების" მფლობელ პიტერ ლიმთან მოურინიოს შესაძლო დანიშვნის საკითხი უკვე განიხილა.
მოურინიო მწვრთნელად 2018 წლის ბოლოდან აღარ მუშაობს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა.
ადრე პორტუგალიელმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობის გარეშე თავს ბედნიერად არ გრძნობს.