"ბილბაომ" "ბარსელონა" 38 წლის ადურისის 89-ე წუთზე გატანილი მაკრატელა გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აგვისტოს, ლა ლიგას პირველ ტურში "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "ბარსელონას".

მატჩმა ბილბაოში დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც მოსალოდნელი იყო, სტადიონი პირთამდე გაივსო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშა პრიმერას საწყის ტურში "ბარსას" ლიდერმა მესიმ, სამაგიეროდ სასტარტოში იყვნენ ახალწვეულები დე იონგი და გრიზმანი. მან ამ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა - ორჯერ მიზანს ააცილა, ერთხელ კი დაუფარეს.

37-ე წუთზე ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა სუარესმა და შეცვალეს, რომელმაც იქამდე ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ მის ნაცვლად მოედანზე შესული რაფინიას დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. სახიფათოდ უტევდნენ მასპინძლებიც და მოწოდების სიმაღლეზე იდგა ტერ შტეგენი.

მეორე ტაიმში სტუმრებს ბასკების კარზე იერიში იერიშზე უშედეგოდ მიჰქონდათ, 89-ე წუთზე კი შეცვლაზე შევიდა მასპინძელთა 38 წლის ფორვარდი ადურისი და ბურთთან პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი მაკრატელათი გაიტანა.

მან მესის რეკორდი გაიმეორა - პრიმერას მიჯრით მე-15 სეზონში გაიტანა გოლი.

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატზე პირველ ტურში უკანასკნელად 11 წლის წინ დამარცხდა.

ბილბაო. "სან მამესი". 47 693 მაყურებელი
ბილბაო - ბარსელონა 1:0
გოლი: ადურისი (89)

ბილბაო: სიმონი, ე.ლოპესი (ბენიატი 80), კაპა, ბერჩინე, ნუნესი, დე მარკოსი (სანჩეტი 66), რ. გარსია, დ. გარსია, დ.ლოპესი, მუნიაინი, უილიამსი (ადურისი 88)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, ლანგლე, სემედუ, რობერტო (პერესი 76), ალენია (რაკიტიჩი 46), დე იონგი, სუარესი (რაფინია 37), დემბელე, გრიზმანი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ველოდები ბარსას ქართველი "გულშემატკივრის" შემდეგი სახის კომენტარებს: "ბასკებთან როგორ წააგეს ამ უსისხლოებმა"?
"თავისზე ძლიერ გუნდთან რო წაეგოთ ვინ რას ეტყოდა"
"გაუქმდეს კატალონიური ფეხბურთი და მოედნებზე ხარები შეუშვან"
"გრიზმანისნაირები რო გეყოლება გუნდში უკეთესს რას უნდა ელოდო" და ა.შ -_-
21
"ბილბაო" ტრადიციულად ეროვნული გუნდია!(უილიამსის დედა ბასკია!) და ამითაა მსოფლიო საკლუბო გუნდებში გამონაკლისი! რაღა შორს მივდივართ-"არარატ-არმენიაში" ორი კაცია სომეხი! აქედან დასკვნა-ფეხბურთმა დაკარგა "ერონული" ხასიათი, ის ფულის შოვნის დახვეწილ ინდუსტრიად იქცა. რატომ ქმნიან მდიდარი ადამიანები გუნდებს? უფრო მეტი ფულის საშოვნელად! გადამწყვეტი თამაშის წინ შინდაგორიძე გაყიდეს, ისიც სიხარულით გაიქცა... ერთადერთი გუნდი, რომელიც საფეხბურთო გლობალიზაციას ავად თუ კარგად "არ ეპუება" ბასკების გუნდია! დიდება და პატივისცემა მათ!!! "ბარსელონაშიც" კატალონიელს ვერ ნახავთ-მგონი პუჟოლის (და არა პუიოლის!) შემდეგ არც ყოლიათ იშვიათი გამონაკლისის გარდა...
შადიმან ბიწაძე
11:32 17-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული