
RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-მა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონას" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ.
პარიზულმა კლუბი აგრეთვე უარყოფს, რომ მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე კლუბების პრეზიდენტები - ნასერ ელ ჰელაიფი და ჟოზეპ ბარტომეუ შეხვდებიან და ბრაზილიელის ტრანსფერს განიხილავენ.
დღეს Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გვაუწყა, რომ კლუბები ნეიმარის კონტრაქტზე მორიგდნენ.
ამ წუთებში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება კი აცხადებს, რომ მოლაპარაკება გრძელდება. მოკლედ, სანამ ოფიციალურად რამე არ გამოცხადდება, ობიექტური ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.