რამოსი, ალკანტარა, სებალიოსი - ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების ტექნიკის დემონსტრირება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დღეს, 5 სექტემბერს რუმინეთთან გასვლით შეხვედრას ჩაატარებს.

გუშინ, 4 სექტემბერს ესპანელებმა ბუქარესტში, ნაციონალურ არენაზე ვარჯიში გამართეს და ამ ვარჯიშის ამსახველი კადრები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარი სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა.

როდრი, სერხიო რამოსი, მარიო ჰერმოსო, ტიაგო ალკანტარა, დანი სებალიოსი ბურთით საოცარ მოქმედებებს აკეთებენ და ტექნიკის დემონსტრირებას არ ერიდებიან.

ამ დროისთვის, ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი ესპანეთია 4-დან 4 მოგებით. მეორე ადგილზე რუმინეთი გახლავთ 7 ქულით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული