ზინედინ ზიდანმა ფირფიტა გადააბრუნა - ახლა ამბობს, რომ ბეილი გასაოცარია

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მთელი ზაფხული უშედეგოდ ცდილობდა თავდამსხმელ გარეთ ბეილის თავიდან მოცილებას, ჩინეთში მის გაშვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა აქებს.

"ვფიქრობ, როდესაც საქმე კარგად არ მიდის, ყველანი დამნაშავე ვართ.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ერთ ნავში ვსხედვართ. ვითარების მიხედვით უნდა შევიცვალოთ. ერთი გუნდი ვართ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ბეილს გასაოცარი თვისებები აქვს. ყველამ იცის, რაც ზაფხულში მოხდა. ის დარჩა, მე ბედნიერი ვარ, ყველა ბედნიერია, მათ შორის ფანებიც.

წინ უნდა ვიაროთ", - ციტირებს ზიდანს Goal-ი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მე ვფიქრობ ზიდანის და პერესის საქციელი მიმართული იყო ბეილის გასაღიაზებლად, მოტივაციის შესამატებლად და ძველი ბეილის გასახსენებლად. მთელი ზაფხული ვიძახდი რომ ბეილი არ წავათქო, ეს დადგმულ სპექტაკლად მეჩვენებოდა, რათა ბეილს სურვილი გასჩენოდა ყველაფერი დაემტკიცებინა. თუ გაშვება უნდოდათ გაუშვებდნენ ჩინეთში, ამასაც კონტრაქტი შეთანხმებული ქონდა და რეალსაც კარგ ფულს უხდიდნენ, მაგრამ პერესმა ჩაშალა ეს მოლააპრაკება, ზიზუს ბეილი მაგრად მოწონდა, მისი ინიციატივით მოიყვანეს ეგ რეალში, მახსოვს ინტერვიუები სადაც ამბობდა ბეილი ის ფეხბურთელია რომელიც ლიგას მოგვაგებინებსო და მართალიც იყო
მიხო
13:32 18-09-2019
0
რა მაგარი კომენტარები იწერება აქ - აბა ბეილის ანაბარაღაა დარჩებილი და რა უნდა ქნას არ შეაქოს და სტიმული არ უნდა მისცეს? - რაც ყავს ეგაა მისი გუნდი და იძულებულა მაგ მოტივაცია დაკარგულ გუნდს და გადაბერებულ ფეხბურთელებს მხნეობა და ოპტიმიზმი ჩაუნერგოს - ბეილი რას იძავს მაჰასაც ვნახავ - შარშანაც კარგად დაიწყო და მერე ძლივს დაძუნძულებდა მინდორზე - მოდრიჩიც გასულია უკვე მომსახურების ზონიდან -და პერესი შეჯდა ვირზე და ხმაურიანი გასროლაც არ გააკეთა - რაც შეეხება ზიდანს როგორც ფეხბურთელს მე არ ვიცი მესი და რონალდო - ზიდანი იყო კ ლ ა ს ი კ ა ფეხბურთში
2

სიახლეები პოპულარული