"ბარსელონას" ვიდალის, რაკიტიჩის და უმტიტის გაყიდვა სურს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნაახალწლევს რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს.

გუნდის დატოვების კანდიდატები არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი და სამუელ უმტიტი არიან.

"მარკას" ცნობით, "ბარსას" ხელმძღვანელობა მათ გუნდში გაჩერებას საჭიროდ არ მიიჩნევს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სამივეს გაყიდვას შეეცდება.

4 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 7 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 სექტემბერს, სტუმრად "გრანადას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული