დანი ალვეში: გვარდიოლა გენიოსია - მისი "ბარსელონა" ისტორიაში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა "მანჩესტერ სიტის" მენეჯერ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

"გვარდიოლა გენიოსია, რომელიც ფეხბურთმა გვაჩუქა, როგორც მწვრთნელი და ადამიანი. ის ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმს იღებდა დ მნიშვნელობა არ ჰქონდა , ეს ფეხბურთელი ბევრს თამაშობდა თუ არა. გუნდში დიდი ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა იყო.

მას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი უკავია და უნიკალურია. მასთან მუშაობა - ეს აღმასვლაა, კლასის ამაღლებაა. შენ რაღაც დიდს სწავლობ.

მისი "ბარსა" სრულყოფილებასთან ახლოს იყო. არა, სრულყოფილება გახლდათ. მსოფლიოს ისტორიის საუკეთესო გუნდის წევრი ვიყავი. როგორ ვთამაშობდით, როგორ ვავსებდით ერთმანეთს... იქ
8 წელიწადში ჩემს მეგობრებთან ერთად 25 ტურნირი მოვიგე. ეს რაღაც ისტორიული იყო", - ციტირებს დანის CNN.

ალვეში გვარდიოლას ხელმძღვანელობით 2008-12 წლებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული