თუ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუნ გრიზმანმა გუნდის კაპიტან ლეო მესისთან საერთო ენა ვერ გამონახა, კატალონიური კლუბი მის პსჟ-ს ფორვარდ ნეიმარში გაცვლას შეეცდება, - ირწმუნება Le10Sport-ი.
გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს მესისა და გრიზმანის ურთიერთობას. თუ მესი თავს არ დაანებებს კლუბის გრიზმანის შეძენაში და ნეიმარის არშემდგარი ტრანსფერის ფარსში დადანაშაულებას, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იძულებული იქნება ბარტერზე იზრუნოს.
მესი ამბობს, რომ გრიზმანთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.
გრიზმანმა ლა ლიგას 7 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.