თუ გრიზმანმა მესისთან ურთიერთობა ვერ დაარეგულირა, მის ნეიმარში გაცვლას შეეცდებიან

AutoSharing Option
თუ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუნ გრიზმანმა გუნდის კაპიტან ლეო მესისთან საერთო ენა ვერ გამონახა,  კატალონიური კლუბი მის პსჟ-ს ფორვარდ ნეიმარში გაცვლას შეეცდება, - ირწმუნება Le10Sport-ი.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს მესისა და გრიზმანის ურთიერთობას. თუ მესი თავს არ დაანებებს კლუბის გრიზმანის შეძენაში და ნეიმარის არშემდგარი ტრანსფერის ფარსში დადანაშაულებას, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იძულებული იქნება ბარტერზე იზრუნოს.

მესი ამბობს, რომ გრიზმანთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.

გრიზმანმა ლა ლიგას 7 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ გაუწყალეთ მესის გული ყველამ, რას აღარ აბრალებენ. ლეოს შეეშვით.
2
რას ბჟოტიალობთ მესიმ ამ სეზონზე სრულად ჩაატარა ერთი თაში და როდის უნდა მოესწრო ნეტა გრიზმანთან შეთამაშება? დდ აა ჯოკერში იყვნენ ალბათ პარაში და ნამიოკები ვერ მიუხვდნენ ალბათ ერთმანეთს.დდდდ
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული