მადრიდის "რეალმა" ზამთრის პრიორიტეტული სამიზნე დაისახა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარმცველის ყიდვა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" პრიორიტეტული სამიზნე "ნაპოლის" ნახევარმცველი ფაბიან რუისი იქნება.

"რეალს" იტალიურ კლუბთან შეთანხმების მიღწევა გაუჭირდება, რადგან ესპანელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ წერია, ხოლო ნეაპოლელებს მისი გაყიდვა არ სურთ.

რუისის სატრანსფერო ღირებულება 60 მლნ ევროა. მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული