ბარსელონაში არსებული პოლიტიკური არეულობის გამო ლა ლიგამ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციას პირველი "ელ კლასიკოს" მადრიდში გადატანა სთხოვა.
პოლიტიკური აქტივისტების დაკავების გამო ლა ლიგაში თვლიან, რომ "ნოუ კამპზე" "ელ კლასიკოს" ჩატარება უსაფრთხო არ იქნება და ამიტომ სურთ, რომ კალენდარში მასპინძლებმა თარიღები გაცვალონ და პირველად "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ.
ცხრილის მიხედვით, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის პირველი შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო კატალონიაში. მადრიდიდელები 1 დღით ადრე ჩასვლას აპირებდნენ, თუმცა ბოლო დღეებში თვითმფრინავით გადაადგილება შეუძლებელი გახდა, რადგან ბარსელონას აეროპორტები გადაკეტილია პროტესტანტების
მიერ.
ჯერ გადაწყვეტილი არ არის, დაეთანხმება თუ არა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლა ლიგის მოთხოვნას.
მომზადებულია marca-ს მიხედვით