"ბარსელონა" "რეალთან" მატჩის შესახებ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" ლა ლიგის მატჩის გადატანასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"რეალთან" მატჩის გადატანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეჯიბრებების ჩატარების კომიტეტმა მიიღო, "ბარსელონა" აცხადებს:

ხუთშაბათს კლუბმა კომიტეტს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო, რომლის მიხედვით, არ სურს მატჩის ჩატარება "სანტიაგო ბერნაბეუზე", რომელიც ესპანეთის საფეხბურთო ლიგის მიერ იქნა შემოთავაზებული.

კლუბს კლასიკოს ჩატარება "კამპ ნოუზე" 26 ოქტომბერს სურდა და კომიტეტი ამის შესახებ წერილობით ინფორმირებული იყო.

კლუბი ბოლომდე დარწმუნებულია საკუთარი წევრებისა და ფანების ცივილურ და მშვიდობიან ქცევაში, რომლებიც ყოველთვის მისაბაძად იქცეოდნენ "კამპ ნოუზე".

ამის მიუხედავად, კომიტეტმა მიიღო
გადაწყვეტილება მატჩის გადატანის "გამონაკლისი გარემოებებიდან" გამომდინარე. ამიტომ კლუბმა შესთავაზა მატჩის ჩატარება 18 დეკემბერს.

კლუბი წუხს შექმნილი უხერხულობისთვის, რომელიც შესაძლოა მატჩის გადატანით გაჩნდეს და ნაყიდი ბილეთებისთვის თანხის დაბრუნების საჭირო პროცედურები დაიწყო", - წერია "ბარსელონას" განცხადებაში.

"ბარსელონა" და "რეალი" ახალ თარიღთან დაკავშირებით 21 ოქტომბრის დილის 10 საათამდე უნდა შეთანხმდნენ. თუ მხარეები ვერ მივლენ შეთანხმებამდე, გადაწყვეტილებას კომიტეტი მიიღებს.

ელ კლასიკო ბარსელონაში მიმდინარე პროტესტის გამო გადაიდო. ესპანეთის სასამართლომ 9 კატალონიელ ჩინოვნიკს და პოლიტიკოსს რეფერენდუმისა და არეულობის მოწყობის გამო განაჩენი გამოუტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული