სეზონის დასრულებისთანავე მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" დატოვებს, - ირწმუნება As-ი.
ვალვერდეს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და შესაძლებელია მისი ერთი სეზონით გაგრძელება, მაგრამ კატალონიური კლუბი მასთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
გამოცემის მტკიცებით, ვალვერდეს იმ შემთხვევაშიც კი არ დატოვებენ სამუშაოზე, თუ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ვარაუდობენ, რომ გუნდს სათავეში ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი რონლდ კუმანი ჩაუდგება, თუმცა მარკ ვან ბომელის (პსვ) კანდიდატურაც განიხილება.