"რეალის" ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა ლუის კამპოსმა 56 წლის პორტუგალიელსა და პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეზე ისაუბრა.
"რეალს" საუკეთესო მწვრთნელები უნდა ჰყავდეს, მოურინიოს რეზიუმე კი საუკეთესო კლუბებში მუშაობის უფლებას აძლევს.
რაც შეეხება მბაპეს, ვფიქრობ, საბოლოოდ "რეალში" აღმოჩნდება. თუ კილიანს სურს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, "რეალში" უნდა ითამაშოს.
მოურინიოსა და მბაპეს "რეალში" შეხვედრა გარდაუვალია", - განცხადა კამპოსმა El Chiringuito TV-ის ეთერში.
კამპოსი "რეალში" მოურინიოსთან 2010-2013 წლებში მუშაობდა.