ვიდალის გამარჯვების გოლი - ბარსელონამ" "ლეგანესი" 0:1-ის შემდეგ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ნოემბერს "ბარსელონა" ლა ლიგის მე-13 ტურში "ლეგანესს" შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-12 წუთზე გახსნეს. მესას პასის შემდეგ ენ ნესირიმ საჯარიმოში ბურთი გაისწორა მარჯვენა კუთხიდან ეფექტური გოლი გაიტანა.

53-ე წუთზე საჯარიმოდან მესის ჩაწოდებულ ბურთს სუარესმა თავურით მეტოქე გუნდის კარის ბადეში მიუძინა ადგილი და ანგარიში გაათანბრა. 57-ე წუთზე "ბარსას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ანტუან გრიზმანის ნაცვლად მოედანზე არტურო ვიდალი შეუშვა. ცვლილებამ შედეგი გამოიღო და 81-ე წუთზე ჩილელს საჯარიმოში კუთხურის შემდეგ წარმოქნილი არეულობის შედაგ ბურთი მიუვიდა და "ბარსელონა" დააწინაურა.

ამ
გამარჯვების შემდეგ "ბარსელონას" 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თამაშგარე ხომ არ იყო?
ნიკა
01:59 24-11-2019
0
ამოუქაჩა, ამოუქაჩა-თქო უნდა დაგეწერათ. თქვენისთანა დიდებულ მოქართულეებს ნაკლები არ ეკადრება.
odala
19:11 23-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული