მადრიდის "რეალი" "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ხელში ჩასაგდებად მორიგ ძალისხმევას მიმართავს.
"სანის" ცნობით, "რეალი" "მანჩესტერს" პოგბაში 85.6 მილიონ ევროს, ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს და თავდამსხმელ მარიანო დიასს შესთავაზებს.
ადრე რადიოსადგურმა COPE-მა გვაუწყა, რომ პოგბა "მანჩესტერში" თამაშზე უარს აცხადებს.
მისი სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა, "მანჩესტერთან" კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.