მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ჟოაო ფელიქსმა Sky Italia-სთან საუბარში თქვა, რომ ოდესმე კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ერთ კლუბში თამაშს ისურვებდა.
"კრიშტიანო ყოველთვის კეთილად მექცეოდა და ჩემს თამაშს აქებდა. ის ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება. მე პატარაობისას მის თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი, ის ჩემი კუმირია. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, თუმცა ოდესმე მასთან ერთად ერთ კლუბში თამაშს ვისურვებდი.
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას რაც შეეხება, აქ ფავორიტი არ არსებობს. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას ევროპის საუკეთესო კლუბები იღებენ და "ატლეტიკო" ყველაფერს გააკეთებს რაც შეიძლება შორს გასასვლელად", - თქვა
ფელიქსმა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა პორტუგალიელმა ლა ლიგის 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.