ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტი ედეგორი სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.
მოგეხსენებათ, ედეგორი მადრიდელებმა "რეალ სოსიედადში" გაანათხოვრეს და მოსალოდნელი იყო, რომ ნორვეგიელი ბასკურ კლუბში 2 სეზონს გაატარებდა.
თუმცა, გამოცემის მიხედვით, დედაქალაქურ კლუბში ედეგორის დაბრუნება 2020 წლის ზაფხულისთვის გადაწყვიტეს. "სოსიედადსა" და "მადრიდს" ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ამიტომ, ფეხბურთელის "თეთრებში" დაბრუნება პრობლემა არ იქნება.
მარტინ ედეგორი სექტემბერში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
მარტინ ედეგორი: ჩემი სათამაშო სტილი "რეალზე" უფრო "ბარსელონას" მიესადაგება? შესაძლოა